ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ საჩუქრად ნახატი მიიღო, რომელი რამაც ძალიან გაახარა. "ჩემთვის ყველაფერია", - წერს ნათია.
„აი, ეს სასწაული მაჩუქა ჩემმა ერთადერთმა და განუმეორებელმა ოტია ჩაგელიშვილმა. ამ პოზაზე მაშაყირებს, სულ ასე რომ იცი ხელის გაშვერაო და ასე გაგყავსო ადამიანები ჯადოსნურ ბაღშიო.
საყრდენი კედლის მოხატვას ფიქრობდა, მაგრამ გამახსენდა დაუვიწყარი ტკივილები. საოცარი კედლები, რომ მაქვს დაკარგული კამარას ოფისების ცვლის კვალდაკვალ. ხომ და ვთხოვე, ტიხარზე დახატე, რომ რაც არ უნდა იყოს, მოხსნა და შენახვა შევძლო და აღარასდროს დავკარგო -მეთქი. ჯერ არ დაუსრულებია, სახეც დაუმთავრებელია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერია უკვე", - წერს ფსიქოლოგი "ფეისბუკზე".