მომღერალი მაკა ზამბახიძე სულ ცოტა ხნის ბებია გახდა. მის ერთადერთ ქალიშვილს, სალომე ჩიტაძეს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც მიქაელი დაარქვეს. შვილიშვილის დაბადებას მაკა ემოციური წერილით გამოეხმაურა: „აბა, ახალგაზრდა ბებიას სათანადო მოლოცვები. მე ვამაყობ ჩემი ძლიერი სალომეთი. ეს იყო გამაოგნებელი საყურებელი, თუ როგორ ბოლომდე იბრძოდა თავის შვილთან შესახვედრად (ყველანაირი გაუტკივარების გარეშე) მე დავესწარი და ამითაც ვამაყობ. გილოცავ, ჩემო შვილო, მიქაელის დაბადებას“ - წერდა ის.
მაკა ზამბახიძის გამომწერებისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ბებიაა. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ მაკა არაჩვეულებრივ ფორმაშია და ყოველთვის კარგად გამოიყურება: „ბებია? ეს ის შემთხვევაა, როცა ასაკი მხოლოდ ციფრებია“, „უბერებელი ხარ“, „ულამაზესი მაკა“, „საოცრება ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.