შორენა ბეგაშვილი ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში.
პოპულარობით სარგებლობს მისი გადაცემა „შორენაც ეფექტიც“, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობს. სწორედ გადაცემის ჩაწერის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა შორენამ სოციალურ ქსელში. ის სტუმრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ოჯახში იმყოფებოდა: „ჩემი საოცარი მეგობარი“ - წერს ტელეწამყვანი მაკა ჩიჩუაზე.
შორენასა და მაკას ფოტოებმა უამრავი მოწონება და არაერი დადებითი შეფასებაც დაიმსახურა: „რა პოზიტიური ფოტოა, ასეთი უბრალოება რომ გამომეტყველებაზე გეტყობათ, ამაზე ვგიჟდები”, „როგორი უბრალოები და ადამიანურები ხართ“, „ორი ლამაზი და გულკეთილი ქალი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.