ზოგიერთი ადამინი თვლის, რომ სიყვარულის გამო ყველანაირი მსხვერპლის გაღება და ყველა დათმობაზე წასვლა შეიძლება. სინამდვილეში ასე სულაც არ არის. ქალები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ქმრები წონაში კლებას აიძულებენ და ამისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებენ, ყველაზე ხშირად კი ამას უტაქტოდ, უხეშად აკეთებენ. „როგორ გასუქდი“, „სარკეში ჩაიხედე“, „ასეთი არასდროს ყოფილხარ“ - ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ყველაზე მეტი მამაკაცი იყენებს...
სოციალურ ქსელში დღემდე აქტუალურია ქალის, სახელად იულიას ისტორია, რომელიც ქმრის მხირდან მსგავსმა კომენტარებმა ანორექსიამდე მიიყვანა. როგორ ფსიქოლოგები განმარტავენ, ასეთ კაცებთან მცხოვრები ქალების უმეტესობას ფსიქოლოგიური პობლემები, თავდაჯარებულობის დეფიციტი და კომპლექსები აწუხებთ.
თუ ქალი წონაში იკლებს, ამას, უპირველესად, საკუთარი თავისა და ჯანმრთელობისთვის უნდა აკეთებდეს. საერთოდ არ არის ჩვეულებრივი ფაქტი, რომ სხვისი მითითებით, სხვისი სურვილის გამო შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და გაუშვათ ის, ვისაც თქვენი შეცვლა სურს.
ფსიქოტერაპევტები განმარტავენ, რომ კაცების უმეტესობა ქალის სექსუალობასა და მიმზიდველობას თვალით აღიქვამენ, მაშინ, როცა ქალები მიზიდულობას უფრო მეტად ინტელექტუალური ბმით გრძნობენ. მიუხედავად ამისა, ქალს აქვს უფლება, იყოს ისეთი, როგორიც მას სურს, რომ იყოს! ნუ ეცდებით, შეცვალოთ საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას არ მოსწონხართ, ასეთი ადამიანების ადგილი თქვენგან შორსაა!