მსახიობი და ტელესახე გიორგი გასვიანი სოციალური ქსელით სამღვდელოებას მიმართავს:
„კრიპტო ეპისკოპოსებო, ამდენ მძიმე სენით დაავადებულებს რა ეშველებათ?? ტელეწამყვანები, ცნობილი ადამიანები, და ინფლუენსერები „ვაშეარებთ“ ყოველდღე მათ დასახმარებელ ფოტოებს და ანგარიშის ნომრებს, რომ 1 ლარით მაინც დაეხმაროს ვინმე! თქვენ კი მილიონებით მდიდრდებით! სად ჯანდაბაში მიგაქვთ ეს ფულები? ბოსტნების მაგივრად მაინინგები ჩაგიდგამთ მონასტრების ეზოებში! ერთი მაინინგი მაინც დაგედგათ გაჭირვებულთა და მძიმე სენიანთა დასახმარებლად!
„ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნელად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. 24. და მერმე გეტყვი თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა“ (მუხლები 23-24)“