ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აზიარებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ამჯერად ახალი ფოტოები ლიზა ჩიჩუამ გამოაქვეყნა და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებისგან არაერთი დადებითი შეფასება მიიღო: „ულამაზესი ფოტოებია, ცეცხლი ხარ“, „ულამაზესი, ქარიზმატული გოგო“, „პრინცესა ხარ, ლიზა“ - წერენ კომენტარებში.
ლიზა ჩიჩუამ და ირაკლი მაქაცარიამ საკუთარი ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროეს, რასაც საზოგადოების მხრიდან გაოცება და აღფრთოვანება მოჰყვა. როგორც ირაკლი „ინსტაგრამსთორიში“ წერდა, ისინი, დაახლოებით, ერთი წელია, რაც ერთად არიან. ირაკლი საქართველოსა და უკრაინაში პოპულარული ტელესახეა, ხოლო ლიზა პოპულარული ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანი შვილია და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.