სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს, მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
ამჯერად მარიამ შუკაკიძე „ინსტაგრამსთორიში“ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. მან საკუთარ დაბადების დღეზე ზღვის სანაპიროზე ორიგინალური ფოტოსესია მოაწყო. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი კადრები სხვა ვლოგერმაც გადაიღო, თუმცა მისი მცდელობა არც ისე წარმატებით დასრულდა. „ინსტაგრამი“ და რეალობა“ - წერს მარიამი.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად, ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. გამომწერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს. თავად კი განმარტა, რომ მხოლოდ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული. მარიამ შუკაკიძე ბათუმში მეუღლესთან, დავით ბოლქვაძესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.