მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად ჩანს ეკრანებზე და განსაკუთრებული აქტიურობვით გამოირჩევა სოციალურ ქსელში. რუსკა სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი შოუს წამყვანი ყოფილა, ამჯერად კი მარიამ სანოგოსთან, ნელი აგირბასთან, სტეფანე მრებრიშვილსა და ნატა ასათიანთან ერთად გადაცემა „Talk Show”-ს უძღვება. გადაცემის პრემიერა 14 სექტემბერს შედგა, გუშინ კი ეთერში მისი მეორე ეპიზოდი გავიდა, სადაც წამყვანებმა და სტუმრებმა სექსუალური შევიწროვების შესახებ ისაუბრეს.
როგორც რუსკა მაყაშვილმა გაიხსენა, 14-15 წლის იყო, როცა ტაქსით პირველად იმგზავრა და ტაქსისტისგან სექსუალური შევიწროვების მხვერპლი გახდა:
„14-15 წლის ვიქნებოდი, მაშინ ტაქსით არ დავდიოდით არც მე და არც ჩემი და, მაგრამ მოხდა ისე, რომ ფული მქონდა და გადავწყვიტე, ტაქსით წავსულიყავი. სად მივდიოდი, ისიც არ მახსოვს, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, რომ როცა შუქნიშანზე ვიყავით გაჩერებულები, ტაქსისტი მომიტრიალდა და ძალიან ცუდი რაღაც მითხრა... მეც ვუპასუხე, კიდევ კარგი, გაჩერებულები ვიყავით, გადმოვედი მანქანიდან და გავიქეცი, ძალიან დიდ ხანს ვირბინე და ჩემი თავი ძალიან მაგარი მეგონა, რომ პასუხიც გავეცი და გაქცევაც მოვახერხე“ - ამბობს რუსკა მაყაშვილი.