ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის ტემპის საგრძნობ შენელებაზე საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, პირველი დოზით აცრის მსურველთა რაოდენობა იკლებს:
„მომართვიანობა პირველი დოზისთვის საკმაოდ შემცირებულია. გვაქვს ორი კაბინეტი კლინიკაში, ვართ ორი ექიმი და, საშუალოდ, დღის მანძილზე, თითო ექიმთან მომართვიანობა იყო 100 პაციენტი. ბოლო ერთი კვირაა, პირველ დოზებზე მომართვიანობა განახევრებულია. ფაიზერია ერთ-ერთი, რომელსაც ნოემბერში გასდის ვადა.“
მედიკოსები ამბობენ იმასაც, რომ საქართველოში შემოტანილი „ფაიზერის“ ათასობით დოზა, შესაძლოა, გაფუჭდეს და გადასაყრელი გახდეს, რადგან მას ვადა ნოემბერში გასდის:
„რასაკვირველია, დადგება ვაქცინის გაფუჭების ვადა. ვადის გასვლის შემდეგ მათი გამოყენება დაუშვებელია. ნამდვილად არ გვაქვს დასაკარგი დოზები. შეიძლება ამის გამო შეფერხდეს ვაქცინის შემოტანის პროცესი. სასურველია, გამოვიყენოთ რაც გვაქვს და ნუ დავკარგავთ ვაქცინას, ავიცრათ ყველა“.