სიახლე

"მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე..." - რა სიტყვებით გააცილა დედამ უკანასკნელ გზაზე ნიკა კვარაცხელია

"მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე..." - რა სიტყვებით გააცილა დედამ უკანასკნელ გზაზე ნიკა კვარაცხელია
ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია გუშინ, 21 სექტემბერს დაკრძალეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ნიკას დედის სიტყვები, რომელიც მან შვილს უკანასკნელ გზაზე უთხრა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" პოსტს დარეჯან კვარაცხელია აქვეყნებს.

"ნიკოს გამორჩეულმა, გმირმა დედამ დღეს შვილს უთხრა: "უფალს ებარებოდეო დედა, როგორც შენ გვეტყოდიო, როცა სადმე მივდიოდითო. ჩემი შვილის მკვლელების დედებს კი ვურჩევ შვილები თბილისში ჩამოიყვანეთ, რათა მათ პასუხი აგონ ნიკოს მკვლელობისთვის, შემდეგ, შემდეგ მოვიდეთ ნიკოს საფლავთან შენდობა ითხოვეთ და ერთად ვილოცოთო ნიკოს სულისთვის. მადლობა დედი იმ
ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე. ჩვენ ანასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ შენი იდეების განხორციელებისთვის, იმ ანასთან, რომელსაც შენი გული მიუძღვენი".

ასეთ სიტყვებს მხოლოდ ძლიერი, ამაღლებული და ქრისტეს მოყვარული დედა თუ იტყვის, დედა, რომელსაც მომავლის ბიჭი მოუკლეს. მომავლის ბიჭი მოუკლეს საქართველოს. დედაო ღვთისმშობელო იმიერში დაიცავ და დაიფარე ჩვენი ნიკო. აქ კი დედამიწაზე ნიკოს სახელით მისი საოცარი გეგმები უთუოდ განხორციელდება. შენდობას გთხოვთ შენ და შენს დედ-მამას, და-ძმებს, ახლობლებს, რომ ვერ დაგიფარეთ. შეხვედრამდე ნიკო", - წერს დარეჯან კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ნინო
ბარაქალა თქვენს ქალობას, ქედს ვიხრი თქვენი სულგრძელობის წინაშე, ტყუილად არ უთქვამს დიდ მგოსანს ''ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა"–ო. თქვენი შვილიც იმიტომ იყო საუკეთესო, თქვენისთანა დედამ რომ აღზარდა. ვაი თქვენს დედებს მკვლელებო, შვილები გადამალეთ თითქოს უფალს სადმე წაუხვალთ და დაემალებით. ასეთი სისასტიკე ჩემს შვილს რომ ჩაედინა, მე არც მას ვაცოცხლებდი და არც საკუთარ თავს, გამზრდელი მაინც წაიკითხეთ, ბევრი მაინც არაფერი გექნებათ გაგონილი, 21 წლის ასაკში ბიჭი რომ მის თანატოლს 10 ტყვიას ესვრის, იმისგან რა კაცი უნდა დადგეს. შეგირცხვეთ ნამუსი. მე რომ ამ ქვეყნის მმართველი ვიყო, საჯაროდ ქალაქის შუაგულში დაგსჯიდით ისე რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ გაბედოს მსგავსი საშინელების ჩადენა.
15:38 / 22-09-2021
გამოხმაურება / 0 /
რა უნდა დაწერო გამძლეობა მის დედას.????
რა კომენტარი უნდა გააკეთო.გული მეწვის.გამძლეობა მის დედას????
14:12 / 22-09-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93