"მამა გარდაიცვალა“ - ამის შესახებ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მომღერლის მამა ორი თვის განმავლობაში ებრძოდა კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს.
აგვისტოს ბოლოს ვერიკო სოციალურ ქსელში მამის მდგომარეობაზე წერდა, რომ როდესაც მშობლები აცრაზე მიიყვანა, დედამ ვაქცინაცია ჩაიტარა, მამა კი ამდენი დეზინფორმაციის წყალობით კლინიკიდან გაიქცა.
"ერთი თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ covid-19-ით. დედას აცრა ქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით. აი, შედეგიც შესაბამისად განვითარდა, დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძაან მძიმედ არის და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ.
ჩემი მშობლები არიან ასაკში და პირველივე დღიდან ჰოსპიტალიზაცია ვარჩიე და ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანის დახმარებით შევძელი ეს ყველაფერი. მამას წინ კიდევ ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და იმედია დავძლევთ. აიცერით, ხალხო საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ...“ - წერდა მომღერალი.