ლელა მებურიშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. მას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.
ლელა სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. მან დაქორწინების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და განსხვავებული ვარცხნილობაც მოირგო. სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი ხრიკების შესახებ ინფორმაციას კი მსახიობი გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად მსახიობი „ინსტაგრამზე“ ულამაზეს კადრებს ხორვატიიდან აქვეყნებს. ლელა მებურიშვილი დუბროვნიკში ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრა და, როგორც ჩანს, დრო სასიამოვნოდ გაატარა: „უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ფანტასტიკური, საოცარი შეგრძნებებით სავსე იყო ეს დღე. დიდი მადლობა ამდენი კეთილი სურვილისთვის. ვცდილობ, ყველას სათითაოდ გიპასუხოთ. მადლობა! მადლობა! მადლობა! ეს განწყობა კიდევ დიდხანს გამყვება“ - წერს ლელა მებურიშვილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>