ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეფბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამ“ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.
ამჯერად ნინო გაჩეჩილაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქალაქის ხმაურმა დაღალა: „ზოგჯერ ძაან მინდა სოფელში ვცხოვრობდე, სადაც ღამით მხოლოდ ჭრიჭინებისა და ძაღლის ყეფის ხმა ისმის (ისიც შორიდან), ხოლო ნიავის დაბერვისას ფოთლების შრიალი. დამღალა ძილის წინ მოპედებისა და მოტოციკლეტების ღრიალის მოსმენამ და ჩემი უწესო მეზობლების ხმამაღალმა შეძახილებმა შუაღამისას.. ნეტავ ოდესმე მაინც თუ ვისწავლით ერთმანეთზე ფიქრს და პატივისცემას, ნეტავ ოდესმე მაინც თუ დავემსგავსებით ევროპას თუნდაც ამაში: სიწყნარეში, თუნდაც ღამის საათებში ჩუმად გადაადგილებაში და ტელევიზორის ჩუმად მოსმენაში (მაშინ, როცა სხვებს სძინავთ)! თუმცა ალბათ არა, გაგვიჭირდება ძალიან, რადგან ამაზე დაფიქრებას და საკუთარი თავისთვის რაღაცის აკრძალვას სულ ცოტაოდენი შინაგანი კულტურა მაინც სჭირდება, რაც ქართველებს უბრალოდ არ გვაქვს. შინაგანი კულტურისა და შეგნების გარეშე კი ძალიან გაგვიჭირდება ევროპასთან მიახლოება...“ - წერს ნინო გაჩეჩილაძე.