სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი და გადაცემა „ქალების“ თანაწამყვანი ნანუკა გულუა გათხოვდა. მისი რჩეული კახაბერ კაშიაა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს რომ ვაქებ , ჩემი “ოცდაყველა”კი არა “ასყველა” წელი ღირდა რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ" - წერდა ნანუკა.
როგორც თავად ნანუკა გულუამ თქვა, ის რამდენიმე დღის ნაგნამვლობაში მალავდა გათხოვების ამბავს. გადაცემა „ქალების“ წამყვანებმა გაიხსენეს, როგორ გაიგეს ნანუკას გათხოვების შესახებ. „ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებს სალომე შარვაძე.