ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ამჯერად ეკო ფანგანი დასმულ კითხვებს პასუხობს და გულშემატკივრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „მე საერთოდ არ მაქვს პირველი ნაბიჯის გადადგმის პრობლემა, არ მაწუხებს ეს კომპლექსი, რადგან ზედმეტი თავის დაფასება უმეცრებად მიმაჩნია, მაგრამ გააჩნია, რა მოხდა. გადადგმულ ნაბიჯს უნდა გიფასებდნენ და არა პირიქით. ზოგს ჰგონია, რომ ეკუთვნის მას ეს, არავის არაფერი არ ეკუთვნის“ - წერს ის.
ეკო ფანგანმა საკუთარ თავზეც ისაუბრა და დაწერა, რომ პატიება მისთვის მარტივია: „მე ძალიან მიმტევებელი ადამიანი ვარ, რომ ვერც წარმოიდგენთ, ისეთი რაღაცების პატიება და მიტევება შემიძლია. მთავარია, ყელში არ ამოვიდეს“ - ამბობს ეკო.
მომხიბვლელი ტელეწამყვანი შეყვარებულია, მისი რჩეული იურა რუბენიაა, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეობს ეკო ხშირად აქვეყნებს. როგორც ჩანს, გამომწერებს მისი პირადი ცხოვრება განსაკუთრებით აინტერესებთ და პარტიორთან ერთად უფრო ხშირად გამოჩენას სთხოვენ.
<div>
</div>