გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ორიგინალური საქორწინო ვიდეოკლიპი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეო საკუთარ „ინსტაგრამზე“ არაერთმა ცნობილმა სახემ გააზიარა, მათ შორის, ინფლუენსერმა ანანო სახელაშვილმაც. კლიპში ანანო და მისი რჩეული, ზვიო ლობჟანიძეც მონაწილეობენ.
როგორც აღმოჩნდა, პოპულარული სერიალის, „ქაღალდის სახლის“ მოტივებზე გადაღებული ვიდეოს ავტორი ფოტოგრაფი ლუკა გეგეშიძეა, ხოლო მთავარ როლში კი ნინი ლაგვილავა და ირაკლი კახიძე არიან: „1 ყველაზე ბედნიერი წელი შენთან ერთად, ყოველი დღე შენ გვერდით განსაკუთრებულია. დაე, იყოს ესე 100 წელი. “ - წერს ნინი ლაგვილავა.
ვიდეომ ერთ დღეში 20 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი კომენტარი მოაგროვა: „აი, ეს არის კრეატივი“, „სახიდან ღიმილი ვერ მოვიშორე, ისეთი კარგი იყო“, „ასეთი არაფერი მინახავს, უმაგრესია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.