ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი მაყურებელმა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო, სადაც ორივე მათგანი პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში არაერთხელ იყო მიწვეული. ოთო პროექტის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან. ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
ამჯერად ოთო ფოლადაშვილი ჯულიანა ბარგნართან ერთად შესრულებული ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს: „საოცარი ქიმიაა თქვენ შორის“, „საუკეთესო, მშვრნიერი წყვილი“, „ვგიჟდები ამ წყვილზე, უხდებით ერთმანეთს“, „ცეცხლი ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.