ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალური ქსელით კოვიდპასპორტების თემას ეხმაურება და წერს, რომ მისი შემოღება გვიანდება.
„ძალიან ვაგვიანებთ კოვიდპასპორტების შემოღების თემას, სადაც საუბარი იქნება კოვიდის იმუნიტეტზე და არა მხოლოდ ვაქცინაციის სტატუსზე!
ამდენი არაიმუნური ადამიანი, რაც ბუნებრივად დაუსრულებელი კოვიდ ტალღებისკენ მიგვაქანებს, სერიოზული პრობლემაა ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
ნუ გახდით ადამიანების და სახელმწიფოს ბედს პოლიტიკური პროცესის მძევლად!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.