„მეგონა, მე ვიყავი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი მაგრამ ჩემმა დამ მოიგო... შემძულდა ჩემი თავი, აღარც დედაჩემს ველაპარაკებოდი და აღარც ჩემს დას“ - რუსკა მაყაშვილი - Marao
5 ოქტომბერს ეთერში „The Talk შოუს“ მეოთხე ეპიზოდი გავიდა, სადაც წამყვანებმა სილამაზის სტანდატრებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ბავშვობის წლები გაიხსენა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, რუსკა მაყაშვილმაც:
„ბავშვობაში ჩემი თავი მეგონა ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი... მომწონდა ჩემი ტანი, ჩემი სახე... ერთხელაც, გადავწყვიტე, ეზოში მომეწყო სილამაზის კონკურსი. სადარბაზოში ხდებოდა ეს ყველაფერი, ჟიურიც დავსვი და მე ვიყავი მთავარი ფიგურა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ გაიმარჯვა ჩემმა დამ. შოკში ჩავვარდი, მაგრამ არ დავნებდი და როცა ზაფხულში დასასვენებლად წავედით ფასანაურში, იქაც მოვაწყვე სილამაზის კონკურსი. ისევ მე ვიყავი პირველი ნომერი. ისევ დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდი, მაგრამ ისევ ჩემმა დამ მოიგო. ეს ჩემი უაზროდ ამაღლებული თვითშეფასება გაქრა, გადაწყდა, რომ მე ვარ უშნო, ჩემს თავს ვეძახდი შეუხედავს. შემძულდა ჩემი თავი, ჩემი ტანი... არ ველაპარაკებოდი დედაჩემს, ჩემს დას. დღემდე მაქვს საკმაოდ დაბალი თვითშეფასება, მაგრამ შევიყვარე ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. როცა ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში გამოვჩნდი ფიფქიას როლში, არავინ იცოდა, ვინ იყო ის გოგო. მაშინაც ძალიან მაბულინგებდნენ, მაგრამ მე ვამბობ, რომ მაქვს დიდი ცხვირი და ძალიან მომწონს ჩემი დიდი ცხვირი“ - თქვა რუსკა მაყაშვილმა.