სიახლე

„მაჯავრებდნენ, დამცინოდნენ, ამბობდნენ, მაიმუნი მოვიდაო... ვიდეო დადებული არ მაქვს, წერენ - ვირი... ცხენი...“ - ქრისტინე იმედაძე

„მაჯავრებდნენ, დამცინოდნენ, ამბობდნენ, მაიმუნი მოვიდაო... ვიდეო დადებული არ მაქვს, წერენ - ვირი... ცხენი...“ - ქრისტინე იმედაძე
გუშინ, 5 ოქტომბერს, ეთერში „The Talk შოუს“ მეოთხე ეპიზოდი გავიდა, სადაც წამყვანებმა და სტუმრებმა სილამაზის სტანდარტებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ბავშვობის წლები გაიხსენა გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ქრისტინე იმედაძემ:



„ჩემს ბავშვობაშიც იყო რაღაც სილამაზის სტანდარტი და მე არასდროს მქონია ამბიცია, რომ ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა სხვა ადამიანებს ხომ აქვთ ხოლმე სურვილი, გვითხრან, რას ფიქრობენ ჩვენზე. თუ ცისფერი თვალები, ქერა თმა
და ბროლივით კანი გქონდა, უკვე ლამაზი იყავი. მე არ ვჯდებოდი ამ სტანდარტებში, მქონდა დიდი პირი და სიცილის დროს ყველა კბილი მიჩანდა, მაჯავრებდნენ, დამცინოდნენ, ამბობდნენ, მაიმუნი მოვიდაო... ვიდეო დადებული არ მაქვს, წერენ, ვირი... ცხენი... როცა გარდატეხის ასაკში ცხვირი შეშუპებული მქონდა, ადარებდნენ ხან ნაჯახს, ხან სხვა ნივთებს... ახლა უკვე იმუნიტეტი მაქვს, შევეჩვიე“ - ამბობს ქრისტინე იმედაძე.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93