სიახლე

„საწყენია, როცა გამოდიხარ, მღერი და წერენ, როგორ გასუქებულა, არ რცხვენიაო?! მომწონს, როგორიც ვარ; ვიცი, რომ ვერასდროს ვიქნები ძალიან გამხდარი, მაგრამ მე სხვა სილამაზეები მაქვს“ - თიკა ჯამბურია

„საწყენია, როცა გამოდიხარ, მღერი და წერენ, როგორ გასუქებულა, არ რცხვენიაო?! მომწონს, როგორიც ვარ; ვიცი, რომ ვერასდროს ვიქნები ძალიან გამხდარი, მაგრამ მე სხვა სილამაზეები მაქვს“ - თიკა ჯამბურია
გუშინ, 5 ოქტომბერს, ეთერში „The Talk შოუს“ მეოთხე ეპიზოდი გავიდა, სადაც წამყვანებმა და სტუმრებმა სილამაზის სტანდარტებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ამ თემაზე გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თიკა ჯამბურიამაც ისაუბრა:



„ეს, ალბათ, ჩემი ბრალიცაა, რადგან მე თვითონ ვაქცევ ჩემს წონას ძალიან დიდ ყურადღებას. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მიტირია კიდეც, გულიც დამწყვეტია, შევპასუხებივარ კიდეც... საწყენია, როცა გამოდიხარ, მღერი და წერენ, როგორ გასუქებულა, არ რცხვენია?! ახალგაზრდა გოგოაო... ამის გამო უარი ბევრ რამეზე მითქვამს, გადაცემაშიც არ მივსულვარ წონის
გამო. პირველ რიგში, უნდა აღვიქვათ საკუთარი თავი. დიდხანს მოვუნდი ჩემს თავზე მუშაობას. ვაკვირდებოდი, რა მომწონს და რა არა. ეს დამეხმარა, რომ მიმეღო ჩემი თავი. მომწონს, როგორიც ვარ. ვიცი, რომ ვერასდროს ვიქნები ძალიან გამხდარი, მაგრამ მე სხვა პლუსები მაქვს, მე სხვა სილამაზეები მაქვს“ - ამბობს თიკა ჯამბურია.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93