გუშინ, 5 ოქტომბერს, ეთერში გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ გავიდა, რომლის სტუმარიც მსახიობი ნატა გულიაშვილი იყო. ნატამ არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, მათ შორის, ისაუბრა იმაზეც, არის თუ არა მისი ადგილი პანთეონში: „მე უნდა გავაკეთო ახალი პანთეონი. არ მინდა ხმამაღალ ნათქვამად ჩამეთვალოს, მაგრამ მეც ბევრი მიღწევა მაქვს. გული მწყდება, რომ საზოგადოება მაინც რეალითი-შოუს მონაწილედ მიცნობს... ვთამაშობ პირველ ჩეჩნურ მხატვრულ ფილმში და ავიღე საუკეთესო მსახიობის ტიტული, რომელიც ოსკაროსანმა მსახიობმა დააფინანსა. ასევე, შევასრულე ესმერალდას როლი Notre Dame de Paris-ში, რისთვისაც გადმომცეს ათათურქის ოქროს მედალი. შეიძლება ახლა არ ვარ პანთეონში დაკრძალვის ღირსი, მაგრამ მე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ და ჩემი ქვეცნობიერი ამბობს, რომ ცოტა ხანში ვიქნები. 80 წლამდე თუ ვიცოცხლებ, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ კარგ როლს შევქმნი"- ამბობს ის.
ვაპირებ ისეთი პანეთეონის გაკეთებას, სადაც ხელოვანი ხალხი დაიკრძალება. აქ ფულის თემა არ არის, უბრალოდ, ადამიანი, რომელიც იქ მოხვდება, ამას უნდა იმსახურებდეს. 30-კაციანი გუნდი მეყოლება, რომელიც შეარჩევს“ - განმარტავს ნატა გულიაშვილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>