მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ამჯერად ლიზა გამომწერების კითხვებს პასუხობს და წერს, რომ ის ადამიანებს ფინანსურად და მორალურად ხშირად ეხმარება: „ამის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ჩემი მოვალეობაცაა ამ ცხოვრებაში, დავეხმარო როგორც ჩემთვის ძალიან ახლო, ისე უცნობ ადამიანებს მორალურად და მატერიალურად, მაგრამ ამის აფიშირება არ მიყვარს“ - წერს ლიზა.
ლიზა ყენია თინეიჯერობის წლებზეც საუბრობს და წერს, რომ მან ეს პერიოდი საინტერესოდ გაატარა: „უამრავი თავგადასავლით, ბევრი საინტერესო და ბევრი უინტერესო ადამიანით სავსე წლები. ბევრი თავისუფლება მქონდა და ამან ბევრი შეცდომაც დამაშვებინა, მაგრამ ჩემი თავის უამრავი დადებითი მხარე დამანახა. ასეთი სავსე ცხოვრება ალბათ ბევრს 50 წლამდე არ აქვს“ - ამბობს ლიზა ყენია.