გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აანონსებს:
"9 ოქომბრამდე 18-23 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10 ოქტომბრიდან 20-25 გრადუსია ნავარაუდევი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა 9-14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება ხვალაც, 8 ოქტომბერს 12-17 გრადუსია ნავარაუდევი, 9 ოქტომბრიდან კი კვლავ მოიმატებს ტემპერატურა.
თბილისში დღეს და ხვალ წვიმა შენარჩუნდება, ტემპერატურა კი 12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 8 ოქტომბერს 15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო შემდეგ დღეებში კვლავ მოიმატებს ტემპერატურა. ზოგადად ოქტომბერში თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი - ერთი გრადუსით მეტი ნორმაზე", - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.