ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ნინა არაორდინარული გარეგნობითა და სტილით მალევე გახდა ბევრი თინეიჯერისთვის მისაბაძი. მის ფოტოებში ყოველთვის ჩანს ინდივიდუალიზმი, რაც გამომწერებს ყურადღების მიღმა არასდროს რჩება.
ამჯერად ნინა სუბლატი ფოტოს ახალი იმიჯით აქვეყნებს, მან თმის ფერი შეიცვალა და გულშემატკივრებისგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა: „დედოფალი ხარ“, „ძალიან განსხვავებული სილამაზე...“, „ჯადოქარო“ - წერენ „ინსტაგრამზე“.