სიახლე

„სიტყვები არ მყოფნის, გული მეწვის! რა საშინელება მოხდა... იმედი მაქვს, ყველა სათანადოდ დაისჯება“ - ნუკი კოშკელიშვილი

„სიტყვები არ მყოფნის, გული მეწვის! რა საშინელება მოხდა... იმედი მაქვს, ყველა სათანადოდ დაისჯება“ - ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. ტელესახე წერს, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს:

„სიტყვები არ მყოფნის… გული მეწვის!!! რა საშინელება მოხდა… იქ, სადაც ყველაზე დაცული ხარ, სახლში!!!…. ამდენი ადამიანის სიცოცხლე, მე მხოლოდ გარდაცვლილებს არ ვგულისხმობ, მათ ოჯახის წევრებსაც ვგულისხმობ… ისინიც შეეწირნენ ამ ტრაგედიას. ბათუმი და სრულიად საქართველო გლოვობს თითოეული ადამიანის დაკარგულ სიცოცხლეს. სულ ცოტა ხნის წინ ვიძახდი, როგორი შიშები მაქვს, სულ მაქვს, ალბათ, ბევრს ჩემსავით ექნება, სადღაც რომ
გადიხარ და სულ გეშინია, ცუდი ამბავი არ გაიგო, ბავშვი გირჩევნია, სახლში იყოს, სხვა ოჯახის წევრებიც, თითქოს მშვიდდები, რომ იცი ყველა სახლშია… ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოცნებობ, არავინ ყოფილიყო სახლში… როგორ მტკივა გული, როგორ მეცოდება ყველა… რატომ ხდება ასეთი რაღაცები? იმედი მაქვს, ყველა სათანადოდ დაისჯება, ვინც არ მიხედა ამ სახლს, ვინც მზიდი კედელი ჩამოანგრია, ვინც უფლება დართო დაეშენებინათ სართულები, ვინც არ შეამოწმა, მაგრამ დაისჯება და რა? რა შეიცვლება ამით…. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, გამაგრდი, ჩემო საყვარელო ბათუმო” - წერს ნუკი კოშკელიშვილი.


მომხდარს გამო მწუხარება გამოხატა მოდელმა ალესანდრა პაიჭაძემაც: „ჩემი მთავარი ფობია: უხარისხო, არასაიმედო მშენებლობები და “კედლები” და ნიადაგი რომელიც სულ მგონია, რომ ყველგან გამოცლილია… არაფრის არ მეშინია, მხოლოდ ამის ფობია მაქვს, მგონია, ყველა მთა დაცურდება, ფერდობი ჩამოიშლება, ძველი და ახალი კორპუსიც განადგურდება, ადამიანის ხელი თუ შეეხო მითუმეტეს…. ბოლო პერიოდში ძველი კორპუსიების ინტენსიური ნგრევა მაქვს ტვინში აკვიატებული…. თითქოს ვხედავ სუსტ ადგილებს და გული მიწუხს, იმის გააანალიზებით, რომ ჩვენვე ვქმნით ამ საფრთხეებს… თანავუგრძნობ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას. ეს კოშმარი ყოფილიყოს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, გამაფრთხილებელი და განგაშის ზარის მომცემი, ყველასთვის და პირველ რიგში სახელმწიფოსთვის! მშვიდად განისვენეთ ანგელოზებო! გვაპატიეთ ამდენი დაუდევრობა…. ოდესმე გაგვეღვიძება“ - წერს ალექსანდრა.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93