სიახლე

"ტირის, რომ ოჯახი აღარ ჰყავს... მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულს 12 წლის შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა" - ფოტო ტრაგედიის ადგილიდან

"ტირის, რომ ოჯახი აღარ ჰყავს... მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულს 12 წლის შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა" - ფოტო ტრაგედიის ადგილიდან
ბა­თუმ­ში, მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი დედა-შვი­ლი არი­ან. რო­გორც ცნო­ბი­ლი იყო, ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი იყო 12 წლის მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც სახ­ლში ონ­ლა­ინ-გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წრე­ბო­და, რა დრო­საც ნგრე­ვა მოხ­და.

ბავ­შვის მამა შემ­თხვე­ვის დროს მა­ღა­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ჯენი კვან­ტა­ლი­ა­ნი და ად­გი­ლი­დან ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ბავ­შვის მა­მაა ასა­ხუ­ლი.

"კაცი, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ა­ში გა­ვი­და და უკან მო­სულ­ზე 12 წლის ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილ­ზე მყო­ფი შვი­ლი და მე­უღ­ლე ნან­გრე­ვებ­ში დახ­ვდა. ლო­დი­ნი­სას, ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი მი­თხრა, თუმ­ცა პი­რად სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ 1
წუ­თიც არ უძი­ნია, არ მო­ცი­ლე­ბია ად­გილს სა­დაც ცოლ-შვილს ცო­ცხალს ელო­და.... ეს წუ­თე­ბია 2 ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს, ტი­რის რომ ოჯა­ხი აღარ ჰყავს" - წერს კვან­ტა­ლი­ა­ნი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93