ქუჩაში, ალბათ, ერთხელ მაინც ყველას უპოვია ფული, საყურე, ბეჭედი... თუმცა იშვითად თუ წარმოვიდგენთ, რომ ნაპოვნ ნივთს ბედნიერებისა და წარმატების მოტანა შეუძლია. ამის ნათელ მაგალითს სტატიის მთავარი გმირი, ნატალია წარმოადგენს:
ნატალიას ცხოვრებაში რთული მომენტი იდგა, მას დედა გარდაეცვალა და მისგან დატოვებული ვალების გასტუმრება მოუწია. იმისთვის, რომ ამ ვალდებულებას გამკლავებოდა, ერთდროულად 3 სამსახურში მუშაობდა და ბევრს შრომობდა. მას ფული მხოლოდ საკვებისთვის რჩებოდა და არც კი უფიქრია, რომ საკუთარი თავისთვის თბილი ქურთუკი ან ჩექმა ეყიდა, ამინდი კი სულ უფრო უარესებოდა. ერთხელ, როცა ნატალია სახლში ბრუნდებოდა, სიცივისგან შეწუხებული ნაბიჯს სულ უფრო უჩქარებდა. მან ასფალტზე რაღაც ბრჭყვიალა ნივთი შენიშნა. ის დაიხარა და მიწიდან ოქროს ბროში აიღო, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული. მან იფიქრა, რომ ნივთს დაალობარდებდა, თუმცა შემდეგ პატრონისთვის დაბრუნება გადაწყვიტა და გაზეთში განცხადება გამოაქვყნა. ნატალიას უამრავი ადამიანი ურეკავდა, მაგრამ ბროშის ზუსტად აღწერას ვერავინ ახერხებდა. როცა მას პატრონის პოვნის იმედი გადაეწურა, დაუკავშირდა მოხუცი ქალი, რომელმაც ნივთი ზუსტად დაახასიათა. ნატალიამ მეორე დღესვე მიუტანა მას ბროში. აღმოჩნდა, რომ ნივთის მფლობელი ცხოვრობდა დიდ, ლამაზ სახლში. მას ეტლში მხდომი ქალი შეეგება და უთხრა, რომ ეს ბროში დღეიდან მისი იქნებოდა. „ამ ბროშის მპოვნელი წარმატებითა და ბედნიერებით გაიხარებს, მას სასწაულებრივი თვისებები აქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მპოვნელი მის დაბრუნებას ეცდება“ - თქვა ქალმა.
მეორე დღეს ნატალია ერთ სამსახურში დაწინაურდა, მეორეში კი მაღალშემოსავლიანი დაკვეთა მიიღო. აღებული ხელფასით მან ახალი სამოსი იყიდა და სალონშიც წავიდა. ერთი კვირის შემდეგ მან გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი. მათ დაიწყეს ურთიერთობა და ექვსი თვის შემდეგ მან ნატალიას ცოლობა შესთავაზა. აღმოჩნდა, რომ საქმრო მდიდარი ოჯახიდან არის. მან დაფარა ნატალიას დარჩენილი ვალები და სთხოვა მის ნათესავებს, აღარასოდეს შეეწუხებინათ იგი.
ქორწილის დღეს ნატალიამ და მისმა მეუღლემ უამრავი საჩუქარი მიიღეს, თუმცა ერთი მათაგნი ყველასგან გამოირჩეოდა. იისფერ ყუთში სამკაული იდო, რომელსაც თან წერილი ახლდა: „დაიტოვე სამკაული მანამდე, სანამ შენი კეთილდღეობის სხვებისთვის გაზიარების დრო არ დადგება“.