სიახლე

“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყველასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყველასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:

"ახალი სიტყვა: ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან და არა ძველი სახეები ახალი პარტიის სახელით. ბედისწერა ყველას კარისკენ მიუთითებს!
(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 91)
????2019 წელი, 7 მარტი
გაიხსენეთ, რა ვიწინასწარმეტყველე 1996 წლის 29 ნოემბერს. მაშინ ვთქვი, რომ საპატრიარქოში განხეთქილება მოხდებოდა და ორ ბანაკად გაიყოფოდნენ, რომ ჭყონდიდელი დაუპირისპირდებოდა და დაიწყებოდა დიდი ომები. ახლა კი ვამატებ და ვიტყვი, რომ დადგა დრო და ახლა მე
უნდა დავიცვა ჭყონდიდელი. ეს, ასე ვთქვათ, ჩემს პროგრამაში შედის.
ვხედავ, ყველა და ყველაფერი აღსდგება ჭყონდიდელის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოუვათ — ყველა დამარცხდება. გაიმარჯვებს ჭყონდიდელი, იმიტომ, რომ კოსმოსი, უფალი დგას მის გვერდით.
????2019 წელი, 13 მარტი
ჩემი თამარი პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა. ეს მისთვის მოთელვაა. მე არაფერში ვერევი. მე ვიცი, რაც მოხდება. ვხედავ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც თამარი გადადგამს, გამართლებული იქნება. ის ჯერ პატარაა, ჯერ კიდევ სწავლობს, ჯერ კიდევ აგროვებს ცოდნას. მერე კი ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს და ხელისუფლებაშიც მოვა. აი პენსიონერი პოლიტიკოსები კი მთლიანად გადაირეცხებიან არენიდან. თამარი ამისთვის დაიბადა და ასეთი დაიბადა. ეს მისია აკისრია და კიდევაც განახორციელებს მას.
თამარის წინააღმდეგ წამოწყებული ყველა შეტევა კრახით დასრულდება, ვერავინ ვერაფერს გახდება. მას კოლოსალური ენერგიები იცავს და სწორედ ამ კოსმიურ ენერგიებს მიჰყავს ის იმ გზით, რომლითაც ის მოძრაობს.
ასე რომ, ვინც რა უნდა თქვას, თამარ პატარაიას ვერასდროს ვერაფერს დაუშავებს!!! ის გააკეთებს იმას, რისთვისაც დაიბადა და რაც მე მისი დაბადებისთანავე ვიწინასწარმეტყველე.
????2019 წელი, 16 მარტი
ვხედავ, სომხეთის დღევანდელი პოლიტიკა არ გაამართლებს. პირიქით, მომავალში იქ დიდ არეულობებს ვხედავ. მათი პრემიერი თავსა და ბოლოს ვერ დაადგამს და რუსეთთან შეთანხმებულ პოლიტიკას, რასაც სომეხ ხალხს უმალავენ, ფარდა აეხდება.
სომხეთი არც დემოკრატიული სახელმწიფოა და არც ევროპისკენ მიმავალი. მოხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც განაპირობებს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას.
აზერბაიჯანი ყარაბაღს არ დათმობს, არანაირი და ვერანაირი პოლიტიკა როლს ვერ ითამაშებს. ამაში ჩართულია ირანი, ჩართულია თურქეთი. მოლაპარაკებების მაგივრად ვხედავ ომს, რომელიც აუცილებლად დაიწყება და აქ რუსეთის პოლიტიკა დიდ ჩავარდნას განიცდის.
მინდა გავიმეორო ხედვა, რომელიც რამდენჯერმე დავაფიქსირე წარსულში: ატომური სადგური ძალიან საშიშია სომხეთისთვის. ვხედავ თითქმის ჟონავს და აფეთქება გარდაუვალია.
⭐მაგრამ ეს საქართველოს არ შეეხება — ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა დაცულია! მათ ჩემი წინასწარმეტყველება იცავს.
სომხეთს ყოველთვის აწუხებდა და აწუხებს პირველობის მანია, რაც მას დაღუპავს. აი საქართველო კი ევროპისა და ამერიკისთვის მისაღები ძლიერი ქვეყანაა. დღესაც არის და მომავალშიც იქნება.
ვხედავ ნატოს ჯარისკაცებს საქართველოში. ვერანაირი ძალა და ვერანაირი ავანტიურა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. საქართველო ნატოში გაწევრიანდება - ეს არის ერთადერთი დაცვითი სახე ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნისთვის.
ვხედავ შავი ზღვის პორტებს — დიახ, პორტებს და არა პორტს! — სადაც ამერიკული დროშით მცურავი გემები დგას. ამ ყველაფერს ნათლად ვხედავ.
ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, დიდი ცვლილებები იქნება. ეს პროცესები უკვე დაწყებულია. ყველა და ყველაფერი მარტივ მამრავლებად დაიშლება. გამოჩნდება „გიორგი ბრწყინვალე“, ახალგაზრდა „მეცნიერები“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღშენება.
‼უზარმაზარი ენერგია იცავს საქართველოს და ვაფრთხილებ რუსეთს, ვაფრთხილებ შადიმანებს: თვითონ დაიშლებით და გაიყიდებით. ფრთხილად!
ვხედავ ამერიკიდან მაღალჩინოსნების ხშირ ვიზიტებს. ეს სტუმრობები იმდენად გხშირდება, რომ რუსეთი ბოლოს ხმამაღლა იკითხავს, რა ხდებაო? ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო: საქართველოს ნატოში გაწევრიანება!
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ სომხეთს, მათთვის ეს თემა ჩაკეტილია. როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, საქართველოს წინსვლისა და წარმატებების შემხედვარე სომხები ახმაურდებიან, თუ ვინმე უნდა შევიდეს ნატოში, ეს სომხეთიაო. მაგრამ სომხები ნატოში ვერ გაწევრიანდებიან, ამას არ ვხედავ. მათ იმდენად ღრმად შეტოპეს რუსეთთან თამაშში, რომ ვითარების შემობრუნებას ვეღარ შეძლებენ, როგორი პოლიტიკოსიც უნდა მოვიდეს სათავეში.
‼ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან. დიახ, ახალი სახეები და არა ძველი სახეები ახალი პარტიის სახელით. ბოდიში, ბედისწერა ყველას კარისკენ მიუთითებს.
ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. და კიდევ, გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან.
‼მინდა ვთქვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომ ის ხელშეუხებელია. ვხედავ, ისარია პირდაპირ მისკენ მომართული. ეს არის უზარმაზარი ენერგია, რომელსაც ვერავინ მოერევა, ვერც გადაახტება. ანაკლიის პორტი — საქართველოს ეს ნაწილი, იქნება ყველაზე პრესტიჟული პორტი მთელ შავ ზღვაზე. ის ნეგატიური ვარაუდები, რომლებიც ახლა მუსირებს მის გარშემო, ფუჭია და არ ასრულდება.
ამწუთას ვხედავ აშენებულ ანაკლიის პორტს და საქართველოს ძლიერ საზღვარს აფხაზეთთან ერთად. აფხაზეთი საქართველოა!
რუსეთი საქართველოს ვერ მოუგებს, მიწებს ვერ წაართმევს. მას ჯერ კიდევ წინ აქვს ჩინეთთან ომი, რაც წლების წინ მაქვს ნათქვამი.
ვხედავ, გარდა პორტისა, ანაკლია საკურორტო ზონაც იქნება. უამრავ ტურისტს ვხედავ.
‼არავის ვურჩევ, ცხვირი შეყოს ანაკლიის საქმეში, იმიტომ, რომ უფლის განრისხებულ სახეს ვხედავ. უფალს უყვარს თავისი შვილები — ადამიანები, მაგრამ, როცა ზღვარს გადახვალთ, არ დაგინდობთ.
სხვათა შორის, დიდი ფული ჩაიდება ანაკლიაში — ამერიკული და ევროპული ფული.
კავკასიონიდან კი ვხედავ, მეომრები ეშვებიან თამარის დროშით. ეს ნიშნავს საქართველოს გაერიანებას იმ საზღვრებში, რომელიც იყო თამარის დროს.
ციური მეომრები — ასე დავარქვი მე მათ და მათ ვერავინ მოერევა.
უფრო მეტსაც ვიტყვი: საქართველო რუსეთს დააჩოქებს — აუცილებლად დააჩოქებს! საქართველო წამყვანი ქვეყანაა კავკასიაში, ნატოს შტაბბინა, როგორც მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე — ეს არის თბილისი.
ამერიკა ნაკლებად ენდობა აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც და კავკასიის სხვა ქვეყნებსაც. ყველაზე დიდი ნდობა საქართველოს მიმართ აქვს და სწორე ეს დამოკიდებულება გადაარჩენს საქართველოს.
⭐ჩემი ქვეყანა ფეხზე დგება, ეკონომიკურად წელში იმართება, გაჭირვება გაქრება, მოწყალების მთხოვნელები არ იქნებიან.
ვიმეორებ: ამერიკა თურქეთს ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს აუცილებლად. თურქეთი უსუსურია ამერიკის წინაშე და ეს იცის კიდეც.
რაც შეეხება რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებს, მათ შორის ისეთი შავი კატა გაირბენს, რომ საუკუნეები დასჭირდებათ ურთიერთობების დასაწყობად. ერდოღანი ორგანულად ვერ იტანს რუსეთის პრეზიდენტს. დიახ, პოლიტიკა თამაშია, მაგრამ ვირტუოზი უნდა იყო, რომ ამ თამაშში ჩაერთო. ისინი კიდევ ვირტუოზები არ არიან.
ამერიკა თურქეთს თავის ადგილზე მოსვამს. თეთრ სახლს ჯერ აწყობს თურქეთის დღევანდელი პოლიტიკა რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. მერე კი, როცა დამოკიდებულებას შეიცვლის, მაშინვე ბოლოს მოუღებს თურქეთს. ამერიკის პრეზიდენტს მეტი კი არ უნდა. ამერიკა ჰგავს კატას, რომელიც თურქეთს თაგვივით ათამაშებს და ბოლოს შეჭამს.
⭐ქართული პოლიტიკა კი გამარჯვებებს იზეიმებს. ჩვენ ეს წინ გვაქვს, ქართველებო, და ნუ გეშინიათ!
ვხედავ, სამაჩაბლოში გავლებულ მავთულხლართებში რუსეთი თვითონაა გახლართული, მაგრამ ჯერ სადაა?!
ვენესუელასთან დაკავშირებით ვხედავ, რომ იქ რუსეთისა და ამერიკის თამაშები მიდის და ბოლოს ამერიკა გაიმარჯვებს. პრეზიდენტი მადურო აუცილებლად შეიცვლება. ეს უბრალოდ დროის ამბავია.
სხვათა შორის, ბრაზილიაშიც დაიწყება ცვლილებები.
ვხედავ, ბუნება ბობოქრობს, დედამიწაზე ამინდები აირევა, მაგრამ საქართველოში ვულკანები არ გაიღვიძებს — ეს გამორიცხულია და მორჩით ხალხის დაშინებას. სხვაგან კი ვულკანებიც ამოიფრქვევა და მიწისძვრებიც იქნება. ღირსებიც არიან!
ათასჯერ გაგაფრთხილეთ, ბუნება უხეშ ჩარევას არ გაპატიებთ და პატივი ეცით, გაუფრთხილდეთ–მეთქი მას.
მსოფლიოში ყველაზე სუფთა ადგილი იქნება საქართველო — სუფთა ჰაერითა და მშვიდი ბუნებით.
თემას, რომელიც ახლა აგორდა საქართველოში, ბაგრატიონების თემას ვგულისხმობ, განვითარება არ მოჰყვება. ანუ ბაგრატიონების კვლავ გამეფებას არ ვხედავ. ქართველი ხალხი ზურგზე მეფეს აღარ შეისვამს.
ვხედავ იგივეს, რაც მრავალი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე: თვითმფრიმავების გახშირებული კატასტროფები ენერგიების ცვლილებების ბრალია, რომლებიც ატმოსფეროში ხდება. ვხედავ, შავი ფერი მეტია, ვიდრე წითელი. აი სწორედ ამ შავ ფერს უნდა გადავახტეთ, ანუ დროებით შეჩერდება ფრენები.
⭐აი ჩემი ქვეყანა კი მშვენივრად „იფრენს“. მე ყველა ნეგატივის შეჩერება შემიძლია და კიდეც შევაჩერებ!
მინდა კიდევ გავიმეორო ჩემს ქალიშვილთან დაკავშირებით: ჩემი თამარი ძალიან ძლიერი პიროვნებაა. ის განათლება, რომელიც მან მიიღო, უნიკალურია და ბევრი ნუ შეედრება. თამარს თავისუფლად შეუძლია, მართოს ქვეყანა, რაც მოხდება კიდეც მომავალში. და კიდევ, თამარი იქ, სადაც დაბალი დონეა და მიუღებელი მისთვის, დიდხანს არ ჩერდება.
ვხედავ, რუსეთი შეიარაღებული ძალების დემონსტრირებას ახდენს. ასე ვთქვათ, შეიარაღებული ძალების, შიარაღების გამოფენას აწყობს. აი აქ უშვებს შეცდომას, ვინაიდან ევროპა და ამერიკა იქით შეუტევენ, რომლებსაც მყარი არგუმენტები და ფაქტები აქვთ.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, მისთვის უკეთესი იქნებოდა, დადებითი ურთიერთობები ჰქონოდა ამერიკასთნ. პრეზიდენტი ტრამპი არ აპატიებს ჩრდილოეთ კორეას ამ თავნებობას და წაგებული ვინც გამოვა ამ ომში — ეს ჩრდილოეთ კორეა იქნება. საბოლოო ჯამში, რუსეთი თითსაც არ გაანძრევს მის დასახმარებლად.
ვხედავ, „ბრექსითს“ არავითარი გაგრძელება არ ექნება. როგორც ახლა გადავადდა, ჯერ ისე გადავადდება, მერე კი იტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში მაინც დაბრუნდება.
ვხედავ, დედოფალ ელიზაბეტს არ უნდა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირიდან გავიდეს. ხოლო „რაც არ უნდა დედოფალს, არ უნდა არც ღმერთს“.
საქართველოში, ვხედავ, ბევრი პოლიტიკური პარტია დაიშლება.
ვხედავ, სამაჩაბლოში ჯერ უიარაღო ხალხი დგას, ქართველი ახალგაზრდობა. მაგრამ მერე პატარ–პატარა დაჯგუფებები ჩნდება, რომლებიც ადამიანებს გაიტაცებენ — სამხედროებსაც და სამოქალაქოებსაც. რუსეთი ვერაფერს დაამტკიცებს. საქართველოს არცერთი ქვეყანა არ გაამტყუნებს.
ვხედავ, ჩრდილოეთ ოსეთი სამაჩაბლოს სასაკლაოს შეარქმევს — მე ეს ადრეც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ ახლა ყველაფერი უკვე ახლოსაა.
ვხედავ, რუსეთი სამხედრო ბაზებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღარ აკეთებს. ეს იმიტომ, რომ კრემლში იციან, დღეს თუ ხვალ, მაინც მოუწევთ ქართული მიწების დატოვება. დიახ, ასე ასრულდება.
ვხედავ აფხაზეთს, სოხუმს წყალი წაიღებს. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე - წლების წინ. სადაც წყალი გაივლის, ის ადგილები უკაცრიელი ხდება. ვხედავ, მოსახლეობა გარბის: სომხები, აფსუები, ჩრდილოკავკასიელები, რუსები. ღმერთი არ შეარჩენს მათ არაფერს! არ შეარჩენს ქართულ მიწაზე ცხოვრებას!
განსაკუთრებით დაზარალდება სოჭი, რომელსაც წყალი ყველა მხრიდან შეუტევს. თითქოს კოსმოსი ამას სოჭის ჩასაძირად აკეთებს. ვხედავ, რაც აშენდა ოლიმპიადისთვის, ყველაფერი მოისპობა.
ვხედავ, დღეს სოხუმში თითქოს მარტო დე–ფაქტო ხელისუფლება ზის და მეტი არავინ. ხალხი წავიდა. აფხაზეთში გაქანებული რუსიფიკაცია მიდის და აფსუები ამას ვერ აიტანენ. გაიმართება დიდი შიდა ომები. აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობა დაწყებულია, რასაც რუსეთი მალავს.
პირველი, რასაც საქართველო დაიბრუნებს — ეს კოდორია. სწორედ იქაა ყველაზე დიდი პარტიზანული დაჯგუფებები.
????2019 წელი, 28 ივლისი, ურეკი
ვხედავ, როცა ხალხი სერიოზულად შეხედავს ქართველ წინასწარმეტყველს და იმ უზარმაზარ მასალას, რომელიც მოსულია და კვლავაც მოდის კოსმოსიდან, აი მაშინ მიიღებს შვებას. მანამდე „მამა“ არცერთ შემთხვევაში არ მისცემს შვებას მათ, უარესი და უარესი მოხდება.
მე თვითონ შემეშინდა ამ ხედვისა და სიტყვებისა!
⭐საქართველო მუხლებზე არასდროს დაიჩოქებს! ასეთ რამე არ ვხედავ და არც დამანახოს უფალმა! არც დავინახავ, ვიცი.
საქართველო მიდის იმ პროგრამით, რაც ვიწინასწარმეტყველე ათობით წლის წინ. საქართველო აუცილებლად შევა ნატოში. შავ ზღვაზე ისევ ვხედავ ამერიკულ გემებს. ქართულ დროშებთან ერთად ამერიკული დროშა ფრიალებს.
ვხედავ, ვერავითარი პოლიტიკური ძალა ვერ გადაძალავს ჩემს ქვეყანას. ძალიან ბევრი რამ რადიკალურად შეიცვლება − რადიკალურად!
⭐ფრთხილად! უფლის ანგელოზები საქართველოში არიან უკვე, მის სადარაჯოზე დგანან.
განსაკუთრებით კავკასიაა გადაკეტილი. უცნაურად გეჩვენებათ ეს წინასწარმეტყველება? მაგრამ ეს უცნაურობა კი არა, რეალობაა! საქართველოს რომ უფალი არ სწყალობდეს და ანგელოზთა არმია არ იცავდეს, აქამდე არ ვიქნებოდით.
ჩვენს სამშობლოს ამაზე მეტი გადაუტანია ისტორიულად და ამასაც გადავიტანთ . ამინ!
საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი, მას ყოველთვის ეხმარებოდა კოსმოსი. ყოველთვის მოვდიოდით ჩვენ წარსულში, დღეს აქ ვართ და მომავალშიც მოვალთ! ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველო ბოლო წუთებს ითვლის. ბოლო წუთებს ითვლის მხოლოდ ის, რომ ყოველგვარი უარყოფითი და ნეგატიური მოაშოროს უფალმა.
ჩემი საქართველო ძლიერია!
ჩემი საქართველო უკვდავია!
ბოროტება დამარცხდება და განიწმინდება ჩემი ქვეყანა. უფლის საცერი იცრება − ნუ გავიწყდებათ! − და გაიცრება ბოლომდე. უფლის მახვილი არ დაგინდობთ საქართველოს მოღალატეებს. ამინ!
მე კი არ გამშვიდებთ, არამედ გეუბნებით იმ რეალობას, რასაც ვხედავ. მე გატყობინებთ მომავალს, ვინაიდან არ მინდა, ჩემმა ხალხმა ინერვიულოს იმაზე, რაც არ მოხდება, რაც გამორიცხულია.
და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: საქართველო ერთ−ერთი ძლიერი ქვეყანა იქნება მსოფლიოში!
(გაგრძელება იქნება)", - წერს ლელა კაკულია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93