სიახლე

"ვერც დედიკომ უმღერა, მას ძილის წინ ნანები, მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა..." - ლაშა ღლონტმა ბათუმის ტრაგედიას ლექსი მიუძღვნა

"ვერც დედიკომ უმღერა, მას ძილის წინ ნანები, მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა..." - ლაშა ღლონტმა ბათუმის ტრაგედიას ლექსი მიუძღვნა
ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე და მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ლაშა ღლონტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ტრაგედიას ლექსი მიუძღვნა:

„ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
ამ ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვბერდები!!!
რა უნდა ქნას ნანგრევებში,
მოყოლილმა პაწიამ,
ზღაპარიც კი ბოლომდე,
ვერ მოუყვა ბაჭიამ,
ვერც დედიკომ უმღერა,
მას ძილის წინ ნანები,
მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა,
გაუგრძელა წამები,
ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
და ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვთეთრდები!!!

ლაშა ღლონტი.

10.10.21წ.
ვიზიარებ“,- წერს ღლონტი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დავით ცნობილაძე
გაიხარეთ ბატონო ლაშა, თქვენისთანა ხალხმა უნდა იცოცხლოს დიდხანს და უბედურებაც არ მოხდება.
11:34 / 12-10-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93