სიახლე

„ჩემი შვილი გულში რომ ჩავიკარი, მაშინ დავიჯერე, რომ ცოცხალი იყო“ – რას ჰყვება 1 წლის იოანეს დედა, რომელიც ბათუმში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

„ჩემი შვილი გულში რომ ჩავიკარი, მაშინ დავიჯერე, რომ ცოცხალი იყო“ – რას ჰყვება 1 წლის იოანეს დედა, რომელიც ბათუმში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა, მათგან 9 გარდაიცვალა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა 1 წლისა და სამი თვის იოანე, რომლის მშობლებმაც ტრაგედიის დღე „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიხსენეს: „ექიმთან ვიყავით შესულები, ეს ყველაფერი როცა მოხდა. დავინახეთ თავიდანვე, რომ ქვები ცვიოდა, მაგრამ პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და გვეგონა, იქიდან იყო ეს გამოწვეული. მე და ჩემი უფროსი შვილი სა
დარბაზოდან გამოვედით და ქუჩის მეორე მხარეს ვიყავით. ჩემი შვილი გაიქცა, ვნახავ მამას და იოანეს, როგორ არიანო, მაგრამ როცა იქ მივიდა, მხოლოდ ჩემი მეუღლე დაინახა. იოანე უკვე მანქანაში იყო, მანქანას კი „სინკარი“ ჰქონდა დაცემული. ჩემი მეუღლე ამბობდა, ცოცხალია, კარგად არის, უბრალოდ ვერ გამოგვყავსო“ - იხსენებს იოანეს დედა. 


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93