სიახლე

როდის იქნებიან ვაქცინირებული მოქალაქეები პირბადეების გარეშე დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ? - ენტონი ფაუჩი

როდის იქნებიან ვაქცინირებული მოქალაქეები პირბადეების გარეშე დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ? - ენტონი ფაუჩი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამერიკელებს შეუძლიათ იზეიმონ ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, თუმცა კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოაცხადონ. მისი თქმით, ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი არავაქცინირებულია.

კითხვაზე, როდის იქნებიან ვაქცინირებული მოქალაქეები პირბადეების გარეშე დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა უპასუხა, რომ ამისთვის საჭიროა შემთხვევების კიდევ უფრო შემცირება.

„შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დაინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით 95 000-ია. ეს ჯერ კიდევ
მაღალია. გვსურს კიდევ უფრო შემცირება. ვგულისხმობ, რომ 10 000-ს ჩამოსცდეს, ბევრად დაბლაც კი“, - აღნიშნა ფაუჩიმ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93