“არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე - იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.