თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო, სადაც მან მაყურებელი არა მხოლოდ საკუთარი კულინარიული ნიჭით, არამედ განსაკუთრებული გარეგნობითაც მოხიბლა.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თათია თექთურმანიძის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც მან საშემოდგომო სტილი და ფერები მოირგო: „მომწონს ეს გოგო“, „ნაზი, ლამაზი, ელეგანტური“, „შენზე დახვეწილი არავინ დადის დედამიწაზე“, „საოცრად ლამაზი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
როგორც ცნობილია, თათია მოდელის ამპლუაშიც არაერთხელ ყოფილა და 2018 წელს რუსეთში „მის ოფისის“ ფინალისტებს შორისაც მოხვდა. გარდა ამისა, თათიამ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი დააანონსა და დაწერა, რომ კოლექციაზე უკვე მუშაობს.