თამარ ჩერგოლეიშვილი დედამთილს დაბადების დღეს სოციალური ქსელით ულოცავს.
"დღეს ვთქვი რომ ორი მაგარი ქალის დაბადების დღეა.
ერთი ტეტჩერია, მეორე ნანა.
მაგრად გამიმართლა, რომ ჩემს დედამთილს მისი შვილი არათუ უშეცდომო არ ჰგონია, არამედ, ყველაზე მწვავე კრიტიკოსია.
ძალიან, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს.
ძალიან დიდია ჩემს თვალში", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.