მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ამჯერად ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამსთორიში“ ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუზიარა, რა შეემთხვა აეროპორტში. როგორც ჩანს, მან, საკუთარის ნაცვლად, თან შვილის, ოლივია გეიხმანის პასპორტი წაიღო: „დღეს აეროპორტში ასეთი პასპორტით წავედი. მადლობა ქმარს, მან გადამარჩინა და ჩემი პასპორტი დროულად მომიტანა“ - წერს მომღერალი.