სიახლე

"მჯერა სიყვარულის.... ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე" - იუბილარი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"მჯერა სიყვარულის.... ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე" - იუბილარი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს
უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი ქალი, ლიზა იას­კო იუ­ბი­ლა­რია. უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს დღეს 31 წელი შე­უს­რულ­და. და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. იას­კო წერს, რომ გა­სუ­ლი წელი მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გა­ნაც რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, გა­ი­ზარ­და, ამას­თან ხაზს უს­ვამს, თუ რამ­დე­ნად დი­დია მისი სიყ­ვა­რუ­ლი უკ­რა­ი­ნის მი­მართ.

"დღეს 31 წლის გავ­ხდი. ყო­ველ წელს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი იზ­რდე­ბა. არ ვიცი, რა­ტომ არის ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მზად არ ვარ მათ მი­სა­ღე­ბად. გზას ვაგ­რძე­ლებ.
ვიცი, რა მინ­და, მე ვიცი, რისი მჯე­რა. მჯე­რა სიყ­ვა­რუ­ლის, მჯე­რა სი­მარ­თლის, მჯე­რა უკ­რა­ი­ნის. ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კა სქელ­კა­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, მაგ­რამ მე ამას არ ვე­თან­ხმე­ბი", - წერს იას­კო.


ის აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კა შეგ­რძნე­ბებს უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს, რად­გა­ნაც მათ გა­რე­შე ვერ იგ­რძნობ, თუ რა აწუ­ხებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო მე­ტად და­ვი­წყე მე­დი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან მე ნამ­დვი­ლად მჯე­რა ამის. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ და­ვი­წყე უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა სამ­ხედ­რო­ებ­თან და სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ერთ წე­ლი­წად­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­ვი­ზარ­დე", - წერს ლიზა იას­კო.

გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93