მომღერალი სოფო ნიჟარაძე რამდენიმე დღის წინ ამერიკიდან სამშობლოში ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა. მისი დაბრუნების შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი ელის-მარია გვარად სააკაშვილია, რაც ექს პრეზიდენტსა და მომღერალს შორის რომანს ადასტურებს.
გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ელის-მარია მართლაც სააკაშვილია: "დიახ, ბავშვი სააკაშვილია, მერე?! გაიზრდევა სითბოსა და სიყვარულში", -წერდა კილაძე.
ჯერჯერობით მომღერალს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქალიშვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, თუმცა გოგონას სახე ისევ არ ჩანს.
"ჩემი სიყვარული" - წერს სოფო ნიჟარაძე გოგონას ფოტოებზე.