სიახლე

„პირველი ადამიანია, რომელმაც მითხრა, რომ ჩემთან ყოფნის გამო გაუმართლა... ეს სხვებს არასდროს უთქვამთ“ - მაია ასათიანი საყვარელი მამაკაცისა და შვილის შესახებ

„პირველი ადამიანია, რომელმაც მითხრა, რომ ჩემთან ყოფნის გამო გაუმართლა... ეს სხვებს არასდროს უთქვამთ“ - მაია ასათიანი საყვარელი მამაკაცისა და შვილის შესახებ
მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთი ცნობილი სახის სიყვარულის ისტორია მოუსმენია, საკუთარზე ხმამაღლა საუბრისგან ტელეწამყვანი ამ დრომდე თავს იკავებს, თუმცა სოციალურ ქსელში მის შესახებ ხშირად საუბრობს: “პირველი ადამიანია, ვინც მითხრა, რომ ჩემთან ყოფნის გამო გაუმართლა, სხვებს არასდროს უთქვამთ“ - წერს ის.



მაიამ გამომწერების მიერ დასმულ კითხვებს
უპასუხა და დაწერა, რომ ის ტელეეკრანს მალე დაუბრუნდება: „მე არ შემიძლია ჩემი ცხოვრების მთავარი საქმის გარეშე. 30 წლის მანძილზე პირველად ვისვენებ. ისეთი საინტერესო გამოცდილებაა, ბევრი რამის გადაფასების, საკუთარ თავზე მუშაობის. მინდა, ჩემს თავს დრო ვაჩუქო. და შემდეგ დაიწყება, აუცილებლად დაიწყება“ - წერს ის.




ასათიანმა შვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლა სწორედ მისი წესებით ცხოვრობს: „ნუცას წესებით ვცხოვრობ ახლა. ხანდახან მგონია, რომ ამდენი ადამიანის სურვილმა, კარგად ვყოფილიყავი, მართლა მომიტანა ბედნიერება“ - ამბობს მაია ასათიანი.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93