სიახლე

„ეს არის გოგო, რომელიც დღეს სადარბაზოსთან ჩაცხრილეს… ეს დავა წარსულში არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდება მისი შვილის მამას წავუყენოთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი მოკლული ქალის შესახებ

„ეს არის გოგო, რომელიც დღეს სადარბაზოსთან ჩაცხრილეს… ეს დავა წარსულში არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდება მისი შვილის მამას წავუყენოთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი მოკლული ქალის შესახებ
ეს არის გოგო, რომელიც დღეს სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არ შეგიყვანოთ შეცდომაში ამ სიუჟეტში არსებულმა დაპირისპირებამ. ეს დავა წარსულში არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდება მისი შვილის მამას წავუყენოთ. ველოდები გამოძიებას, რას იტყვიან მკვლელობის ვერსიად” - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. გარდაცვლილი ქალი 2020 წელს მისი გადაცემის სტუმარი იყო და ოჯახში ძალადობის ფაქტზე საუბრობდა.



შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში, საბურთალოზე, გაზაფხულის N23-ში, გუშინ, გვიან ღამით, 30 წლამდე ქალი სახლში მოკლეს. მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ დაახლოებით ღამის პირველ საათზე
5-ჯერ მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე თქმით, სროლამდე ხმაურისა და ყვირილის ხმა ესმოდათ. "ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ, გვიან იყვნენ პოლიციიდან, არ გამოვუკითხივართ. შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო, გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი. გუშინ შემეშინდა, ეს ხმა რომ გავიგე", - ამბობს ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93