სიახლე

"უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს" - დავით სერგეენკო

"უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს" - დავით სერგეენკო
პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­როა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სე­ლექ­ტი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ზე და უპი­რა­ტე­სო­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებს მი­ე­ნი­ჭოთ.

მი­სი­ვე თქმით, თუ ამან ორ-სამ­კვი­რი­ან პე­რი­ოდ­ში შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ხის­ტი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა პრო­ფე­სი­უ­ლი და რისკ-ჯგუ­ფე­ბის ნიშ­ნით სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რის­თვის.

სერ­გე­ენ­კოს შე­ფა­სე­ბით, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ცალ­სა­ხად უა­რეს­დე­ბა და ტალ­ღე­ბის თვლას უკვე აღა­რა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს.

“იქ­ნე­ბა მე­ხუ­თე, მეშ­ვი­დე თუ მე­თორ­მე­ტე, ამის თვლას უბ­რა­ლოდ აზრი აღარ აქვს. ყვე­ლამ უნდა გა­მოვ­ყოთ ის რე­სურ­სი, რაც შეგ­ვიძ­ლია - ქუ­ჩა­ში ქა­და­გად და­ვე­ცეთ და ყვე­ლას ვთხო­ვოთ, რომ მარ­ტი­ვი
პირ­ბა­დე ატა­რონ სწო­რად და არა ნი­კაპ­ზე... ნი­ღა­ბი იცავს და რის­კებს ამ­ცი­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა აც­რებს, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ხან­და­ხან ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი თუ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. არ ვიცი, ეს რა­ტომ ხდე­ბა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, რომ ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია აც­რა­ზე უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ვის არ მო­უ­გო­ნია.

შე­ზღუდ­ვე­ბი პან­დე­მი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­ნუხ­რე­ლი აღ­სრუ­ლე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა. პრობ­ლე­მის შე­სარ­ბი­ლებ­ლად ქვა­კუ­თხე­დი მო­ნი­ტო­რინ­გი და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბაა. უკვე ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ვა შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლი, რო­მ­ლებიც გა­ნას­ხვა­ვებს ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს და არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს. არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი სე­ლექ­ტი­უ­რად, რაც ყვე­ლას­თვის მძი­მე გა­და­სა­ტა­ნია, მაგ­რამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ იმა­ში, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არ იღუ­პე­ბო­დეს.

სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რებს მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­შინ ექ­ნე­ბა, თუ მას შე­სა­ბა­მი­სი აღ­სრუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა. მხო­ლოდ რე­გუ­ლა­ცი­ა­ში ასა­ხუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა საკ­მა­რი­სად ეფექ­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა. ახლა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სე­ლექ­ტი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ზე და რაც უნდა დის­კრი­მი­ნა­ციუი­ლად ჟღერ­დეს - უპი­რა­ტე­სო­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს მი­ე­ნი­ჭოს. თუ ამან ორ-სამ­კვი­რი­ან პე­რი­ოდ­ში შე­დე­გი არ იქო­ნია, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ხის­ტი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით და რისკ-ჯგუ­ფე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93