სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ არასოდეს განუცდია სტრესი. ეს მდგომარეობა ყველასათვის ნაცნობია, მაგრამ ინდივიდუალურად განიცდიან მას. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ ზოგისთვის სტრესმა შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.
როგორ ავირიდოთ თავიდან სტრესი? რას შეუძლია ჩვენი დაცვა სტრესისაგან, რომელიც ყოველთვის წარმოადგენს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური დაძაბულობის მთავარ მიზეზს?
როგორ ამოვიცნოთ სტრესი?
სტრესის სიმპტომებად მიიჩნევა: უძილობა, ტკივილი მკერდის არეში, მუცელში, ზურგის და თავის ტკივილი, მაღალი წნევა, დიარეა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ქრონიკული დაღლილობა, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, დეპრესია, მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, პანიკა და ღამის კოშმარები.
საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ, მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდეთ სტრესს.
1. ვარჯიში და იოგა
იმისათვის, რომ რეაქციებმა რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, უნდა ისწავლოთ ადეკვატური რეაგირება მათზე. ამის მისაღწევად კი ორი გზა არსებობს:
2. მასაჟი
მასაჟი - ფიზიოთერაპიის მეთოდია, რომელიც აჯანსაღებს და ალამაზებს ორგანიზმს, აღადგენს სხეულში ლიმფოდრენაჟს და სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას; ხსნის კუნთების სპაზმს და ხელს უწყობს სტრესისაგან გათავისუფლებას. სტრესზე ასევე რეკომენდებულია შაროკოს შხაპი გოგირდის წყლით. გოგირდის აბაზანების მიღებას გააჩნია უნიკალური თვისება, მინერალური წყლიდან გამოიმუშავება სულფიდები, რომელიც ღრმად აღწევს კანში და ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას. კიდევ ერთი იდეალური ვარიანტია - რელაქს-მასაჟი სურნელოვანი ეთერზეთების გამოყენებით. 40-წუთიანი რელაქს-მასაჟი კეთდება მთლიან სხეულზე სპეციალური დამამშვიდებელი ეთერზეთების გამოყენებით.
3. მოგზაურობა, დასვენება
4. ახალი ვარცხნილობა
იმიჯის შეცვლა ასევე ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა. თმის ფერის შეცვლა, ან თუნდაც შეჭრა, სიახლის განცდას აჩენს და თავს განახლებულად გაგრძნობინებთ. გარეგნობის შეცვლით, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც შეცვლით. ასე რომ, აუცილებლად ესტუმრეთ სილამაზის სალონს, ოღონდ ჯერ „ჰოთსეილზე“ ნახეთ.
5. აუზი
წყალი რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. საცურაო აუზზე ვიზიტი დაგეხმარებათ, რომ განიტვირთოთ და სტრესი დაძლიოთ. ცივ სეზონზე დახურულ საცურაო აუზზე სიარული ყველაზე სასიამოვნო გადაწყვეტილება იქნება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!