კორონავირუსის გავრცელებასა და პანდემიის დაწყებასთან ერთად, სოციალურ ქსელში სულ უფრო გაიზარდა ინტერესი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სახე კი სწორედ გიორგი ფხაკაძეა, რომელმაც ია ფარულავას გადაცემას საკუთარ სახლში უმასპინძლა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ფხაკაძემ განმარტა, მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ოჯახსა და დედას აქვს: „ძალიან მენატრება დედა და როცა სტუდენტი ვიყავი, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდიოდი ქუთაისში. დედასთან ყოფნა და მასთან დროის გატარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ - განმარტა მან.
ყოველთვის ინტერესს იწვევს გიორგი ფხაკაძის პირადი ცხოვრება, თუმცა, მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს. გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში მან თქვა, რომ გოგო, რომელიც პირველად შეუყვარდა, მის მეზობლად ცხოვრობდა: „მაშინ პატარები ვიყავით, ბავშვები“ - თქვა გიორგიმ. წამყვანმა მას კითხვა ამჟამინდელი ურთიერთობის შესახებაც დაუსვა: „ამ ქალაქში ცხოვრობს ერთი ულამაზესი ქალი, რომელსაც გიორგი თბილისში ჩამოსვლისას სტუმრობს ხოლმე. ვინ არის ეს ქალი და ხომ არ აპირებ მასთან ქორწინებას?“ გიორგი ფხაკაძემ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა და თქვა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი ცხოვრებაა: „ორ რამეზე არ ვსაუბრობ არასდროს, პირადსა და ფულზე“ - თქვა მან და განმარტა ისიც, რომ მისთვის ადამიანში მთავარი განათლებაა: „ჩემთვის ადამიანში მთავარია განათლება და ტვინი, რადგან როცა ადამიანს ელაპარაკები, უნდა იცოდე, რაზე ილაპარაკო. რა თქმა უნდა, სიმპათიურიც უნდა იყოს...“