სიახლე

„ნუ ხდები მორიგი სტანდარტული გოგო, შეინარჩუნე ინდივიდუალიზმი“ – ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში ტუჩის კორექციის გამო გააკრიტიკეს

„ნუ ხდები მორიგი სტანდარტული გოგო, შეინარჩუნე ინდივიდუალიზმი“ – ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში ტუჩის კორექციის გამო გააკრიტიკეს
მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო ტელესახეა. ის თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბაბი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.



ამჯერად ბაბი კირკიტაძე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მან ტუჩის კორექცია გაიკეთა: „დღეს გადასარევი დღე მაქვს. სულ მინდოდა ტუჩის კორექცია, მაგრამ მეშინოდა. როგორც იქნა, გავბედე“ - ამბობს ის. ბაბის ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერდა, რომ კორექციამ ის კიდევ უფრო გაალამაზა: „ისედაც
ულამაზესი იყავი, მაგრამ სასწაულად მოგიხდა“, „სუპერ გოგო ხარ”... ზოგმა კი მისი გადაწყვეტილება დაიწუნა: „ნუ ხდები მორიგი სტანდარტული გოგო, შეინარჩუნე ინდივიდუალიზმი“, „არ გჭირდება ასეთი ჩარევები, ისედაც ლამაზი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93