ბავშვსა და მშობლებს შორის, მიუხედავად უპირობო სიყვარულისა, ხშირად რთულდება ურთიერთობები. ამის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორი ხდება: ბავშვის გარდატეხის ასაკი, ემოციები, სირთულეები, ფინანსური პრობლემები და სხვ. ქვემოთ წაიკითხავთ ისტორიას, რომელიც დედა-შვილის კავშირზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ:
„მე ანა მქვია. მალე ერთი წელი გავა, რაც ჩემს სამშობლოში დავბრუნდი. 10 წლის განმავლობაში სახლიდან შორს, იტალიაში ვცხოვრობდი, სადაც სამუშაოდ წავედი. სიმართლე გითხრათ, იქ ბევრი რამ ვნახე. მოხუცს ვუვლიდი და სახლებს ვალაგებდი, ოჯახისთვის დანაზოგს ვაკეთებდი და ერთ დღესაც ქუჩაში გამძარცვეს. მაშინ ჩემმა თანამემამულეებმა ხელი მკრეს და სრულიად უცხო ადამიანები დამეხმარნენ.
საზღვარგარეთ ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია. იქ სუფთა ჰაერი, ულამაზესი ზღვა, ცხელი მზე და ძალიან მაღალი ხარისხის საკვებია. როცა სახლში დავბრუნდი, პირველ რიგში, საკვების სიჯანსაღემ შემაშფოთა, აქ ჯანსაღი პროდუქტები ძალიან ძვირი ღირს. სხვა საკითხია, როცა უცხო ქვეყანაში სამუშაოდ მიდიხარ და ფულის მაქსიმალურად დაზოგვას ცდილობ. ეს ერთგვარი სტრესია, მით უფრო, თუ იქ სულ მარტო, მეგობრებისა და საიმედო ადამიანების გარეშე ხარ.
როცა მე იტალიაში წავედი, ჩემი შვილი 23 წლის იყო. მაშინ მე ყოველ თვეში ჩემს დანაზოგს მას ვუგზავნიდი. ვფიქრობდი, რომ ის საკმარისად ჭკვიანი და ჩამოყალიბებული იყო იმისთვის, რომ თანხა გონივრულად მოეხმარა. მეგონა, სახლს გაარემონტებდა, იყიდდა ხარისხიან ავეჯს, გემოვნებიან ჭურჭელს... მართლაც, მან ყველაფერი შეძლო, მოიყვანა კარგი ცოლი და გახდა კარგი მამა. მას შესანიშნავი ოჯახი აქვს და ეს ძალიან მახარებს.
როცა ჩემი შვილის ბედნიერებით გავიხარე, პირად ცხოვრებაზე ფიქრიც დავიწყე. მაშინ ჩემთან მიმოწერა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა და პირველმა სიყვარულმა აღადგინა. როგორც გაირკვა, მას ცოლი გარდაეცვალა და ცხოვრების ხალისი დაკარგა. ვურჩიე, ძალა მოეკრიბა და ყველაფერი თავიდან დაეწყო, მაგრამ კაცისთვის ამ ასაკში თავიდან დაბადება ძალიან რთულია. დროთა განმავლობაში მან დაიწყო ჩემი წარმატებების, ცვლილებების გაზიარება და ჩემი გრძნობები ამ კაცის მიმართ კვლავ გამძაფრდა. ის ერთადერთია, ვინც მელოდებოდა აეროპორტში. შვილი და რძალი ძალიან დაკავებულები იყვნენ...
როცა სახლში მივედი, ჩემს შვილზე კიდევ უფრო გავბრაზდი. როგორც აღმოჩნდა, ჩემი გამოგზავნილი ფულით მან მართლაც მოაწყო ლამაზი, კომფორტული სახლი, იყიდა მანქანა და ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა არ ჰქონდა სამსახური და ყოველთვიურად ჩემს დანაზოგს ხარჯავდა. მას ხატვა უყვარს, ვნახე, რომ ბევრი ნახატი ჰქონდა დახატული, თუმცა ამას გასართობად აკეთებდა და სამუშაოს არც კი ეძებდა. გაირკვა, რომ ჩემი ჩამოსვლისას ელოდა, რომ მე კიდევ მივცემდი ფულს და ის უფრო უკეთეს ბინას იყიდდა. მოვაგროვე ნივთები და საყვარელ კაცთან წავედი., გადავწყვიტე, რომ მხოლოდ შვილიშვილებს დავეხმარებოდი.
ერთი წლის მანძილზე ჩემს შვილს მხოლოდ ოთხჯერ ვესაუბრე. ბოლოს რომ დამირეკა, ბავშვებისთვის დახმარება მთხოვა, მაგრამ მე უარი ვუთხარი, რადგან ამ ბავშვებს ჰყავთ დედა და მამა. მე უკვე საკმარისად ვიშრომე, დროა, დავისვენო და აღარ ვაპირებ, ჩემი დანაზოგი, რომელიც სიბერისთვის მოვაგროვე, ფუჭად ვფლანგო.