სიახლე

„ამერიკაში მიყურებენ და ფიქრობენ, ეს საცოდავი, უსახლკაროო... მე კიდევ ვფიქრობ, არის ქვეყანა, სადაც მე „ნიჭიერის“ წამყვანი ვარ...“ - ნუკი კოშკელიშვილი ვიდეოს აქვეყნებს

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნუკი პოპულარული შოუ „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანია. შოუს პირდაპირი ეთერების დაწყებამდე კი ის შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა.



ცოტა ხნის წინ ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ამერიკელებს ის უსახლკარო ჰგონიათ: „აი, ასე ვარ სახლიდან გამოსული, ხალხო. მაქვს ბრონქიტი. ახლა გავიკეთე ტესტი და იმედია, კოვიდი არ მაქვს. ასე ვარ ასული
ავტობუსში, „ბომჟივით“, ვახველებ, სპორტულები მაცვია. მიყურებენ და ფიქრობენ, ეს უბედური, უსახლკაროო... მე კიდევ ვზივარ და ვფიქრობ, ღმერთო, არის ქვეყანა, სადაც მე მიმყავს „ნიჭიერი“; ისეთი მაგარი ვარ, რომ „ნიჭიერი“ მიმყავს“ - ამბობს ნუკი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ბლა
ერთმანეთ%ტან რა კავშირშია
11:00 / 23-10-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93