ტელესახე ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ გამომწერებთან საუბრისას ყოფილი მაზლის დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის გახმაურებულ ურთიერთობას გამოეხმაურა. ნანუკას თქმით, ნათია გედევანიშვილს სოლიდარობას უცხადებს, რადგან ის ყოველთვის მხარში ედგა მეუღლეს, დავით კოდუას და მისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.
"ნათია არის არაჩვეულებრივი გოგო, რომელსაც წლებია ვიცნობ. ბევრი კარგი თვისება აქვს და ძალიან ბევრი გააკეთა დათოსთვის, ბავშვებისთვის. ის არაჩვეულებრივი მეგობარია. კარგად მახსოვს, როგორ ედგა დათოს გვერდით. მე როცა მათ ვიცნობდი, იდეალურ ურთიერთობაში იყვნენ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალექსანდრა ბედნიერი არ უნდა იყოს. უბრალოდ ყველა ქალმა უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სად გადის ჩვენი და სხვისი პირადი ცხოვრება", - ამბობს ნანუკა.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი დავით კოდუას ყოფილი რძალია, რომელიც ქორწინებაში ერეკლე კოდუასთან იმყოფებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
"არ დაიჯეროთ, ხალხო, არავინ, რომ დათო ოდესმე ცოლს მიატოვებს, რაც არ უნდა მოხდეს... ძალიან ძლიერი ფესვები აქვს მათ სიყვარულს" - რას წერს ია ფარულავა დავით კოდუაზე
"დიდი ბოდიში ალექსანდრასთან, მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია... შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ?" - მარიამ კუკუნაშვილი
“იცოდეთ, ვის გამო ვილანძღები... ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, როცა ჩემი გამარჯვების და ბედნიერების სიმბოლო გაჩნდება ან რამე მძაფრსიუჟეტიან რომანს დავწერ” - ალექსანდრა პაიჭაძე
„ოჯახის დამანგრევლის იმიჯი არ შემეფერება და არც მომწონს, ასეთი ადამიანებისა და ქალების ფონზე მით უმეტეს“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში
„შეიძლება, ეს ადამიანი არ გიყვარდეს უზომოდ?! გვიყურეთ ბევრი წელი და ისწავლეთ!“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>