მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მანიკა ასათიანი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი წამყვანი იქნებოდა. შოუს მეათე სეზონის პრემიერა გუშინ შედგა და სოციალურ ქსელში ომნაწილეებმა არაერთი ფოტო თუ ვიდეო გამოაქვეყნეს. მსახიობმა ანკა ვასაძემ, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული 2020 წელს გახდა, მანიკა ასათიანის ვიდეო გამოაქვეყნა: „არ მჯერა, გული მეკუმშება ისეთი ლამაზი ხარ, მანიკა, მოგონილი მგონიხარ“ - ამბობს ანკა.