რამდენიმე დღის წინ პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყო. პროექტის მეათე საიუბილეო სეზონში საზოგადოების ნაცნობი და საყვარელი არაერთი სახე მონაწილეობს. მათ შორისაა ულამაზესი მოდელი თათია თექთურმანიძეც. თათიას მეწყვილე პროფესიონალი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილია. წყვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს რეპეტიციიდან და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ოთო ფოლადაშვილი დღეს იუბილარია. თათია თექთურმანიძემ მას დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა და სოციალურ ქსელში აფრიკელი გოგონების მიერ სპეციალურად ოთოსთვის შესრულებული ცეკვა გამოაქვეყნა: „ოთო, ჩვენ და თათია გილოცავთ დაბადების დღეს“ - ამბობენ ისინი. „აფრიკელი გოგოები დავიხმარე ცეკვაში“ - წერს თათია.