მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოვედღიურობას და არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს. ამჯერად კი ია მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ყოველ დილით ღმერთს მადლობას უხდის: „ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ვამბობ: დიდი მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის, რაც მაქვს; დიდი მადლობა, ღმერთო, რომ ამ ბედკრულ საქართველოში ვცხოვრობ ამ გაჭირვების ჟამს. მადლობელი უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. ყველას გვაქვს პრობლემები, მე არ მაქვს, გგონიათ? უბრალოდ, არ ვიმჩნევ. მერე ღმერთი რომ გაიგებს, იტყვის, რისთვის მიხდის მადლობას, მე ამისთვის არაფერი მიმიციაო და მერე ყველაფერს მოგცემს“ - ამბობს ია ფარულავა.